ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე სამხედრო ოპერაციის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალებმა, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებს, ალეპოს პროვინციაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიელს და რეგიონი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს.
სირიის სამთავრობო სააგენტო “SANA“-ს ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოს გარშემო მდებარე ათობით ქალაქსა და სოფელზე დაამყარეს კონტროლი. ალეპოს გათავისუფლების შემდეგ მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და ეს მოვლენა იზეიმა. მანამდე, პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალებმა მე-5 ავტომაგისტრალი აიღეს, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის და ქალაქ ალეპოს დამასკოსთან აკავშირებს.