სირიის სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილისკენ გადაადგილება დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამთავრობო არმიის დანაყოფი ქალაქში შევიდა, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.
შეგახსენებთ, ქურთებს და სირიის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის შეთანხმება იქნა მიღწეული და სირიის მთავრობა თურქეთის საზღვარზე ჯარებს განალაგებს, რათა მათ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერება შეძლონ. თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან "უსაფრთხოების ზონის" მოწყობაა.