"ქარიშხლიანი უღელტეხილი" - ინგლისელი მწერლის და პოეტისა, ემილი ბრონტეს წიგნი. 392 გვერდიანი გოთიკური ჟანრის რომანი.
"ქარიშხლიანი უღელტეხილი" ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანია რომლის დაწერაც ავტორმა მოასწრო, ის რომანის გამოცემიდან მალევე 1848 წელს, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. წიგნი ამავე წელს, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, "Ellis Bell"-ის ფსევდონომით გამოქვეყნდა. რომანში იმდენად მწვავედ იყო დანახული საზოგადოებრივი პრობლემები, სისასტიკე, მკაცრი მენტალური მდგომარეობა , ფარისევლობა რელიგიაში, მორალი, სოციალური კლასები და გენდერული უთანასწორობა, რომ ბევრი კრიტიკოსის აზრით , წიგნი აუცილებლად კაცის დაწერილი უნდა ყოფილიყო. დიდ ნაწილს კი მწერლის სრულიად განსხვავებული წერის მანერა აოცებდა. ემილი ბრონტეს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, მისი უფროსი დის, ასევე მწერლის, ჯეინ იარის ავტორის, შარლოტა ბრონტეს შესწორებების შემდეგ ხელახლა, უკვე ემილი ბრონტეს ნამდვილი სახელითა და გვარით გამოიცა.