როცა საქართველო გაწითლდა და ბოლშევიკებმა დაიკავეს ჩვენი ქვეყანა, დაუპირისპირდნენ ყველაფერს, ქართულს. მიზანმიმართულად ხოცეს პატრიოტები, ანგრიეს ტაძრები, ანადგურეს სასულიერო პირები და პატრიოტი, გაურტეხავი, სწავლული ქართველები. არც 1921 წლამდე დაკლებია რუსული მძიმე ხელი საქართველოს. რუსეთის იმპერატორ პავლე პირველის მანიფესტით 1800 წლიდან, საქართველო რუსული იმპერიის ნაწილი უნდა გამხდარიყო. გენერალი, კოვალენსკი საქართველოს მმართველად დაინიშნა.
1801 წლიდან ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი, იმპერატორ ალექსანდრე პირველზე გახდა დამოკიდებული. იმ დღიდან დაწყებულმა რუსულმა ანექსიამ 1918 წლამდე გასტანა. საუკუნის წინ იზეიმა ქართულმა საზოგადოებამ რეპუბლიკის დამოუკიდებლობა, თუმც სულ სამ წელიწადს. 1921 წლის 25 თებერვალს, გაწითლდა საქართველო. 1924 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით, აგვისტოს აჯანყება დაიგეგმა, თუმცა, გაიცა კიდეც და რუსეთმა შეძლო აჯანყების ჩახშობა.
სისხლიანმა ბოლშევიკებმა აჯანყებულების მიზნმიმართული დევნა დაიწყეს. თითო ტყვიით ანადგურეს ყველა, ვინც შესაძლო კავშირში შეიძლებოდა რომ ყოფილიყო პატრიოტ მებრძოლებთან.
1924 წლის აჯანყებას შეეწირა სასულიერო პირი, დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილიც. მისმა შთამომავლებმა საკმაოდ გვიან, საბჭოთა კავშირის დანგრევისას გაიგეს ღვაწლმოსილი წინაპრის შესახებ, მისი სამუდამო განსასვენებელიც დაახლოებით იციან... ყველაფერს ფარდა მკვლევარებმა, ლუარსაბ ტოგონიძემ და გიორგი მაჩურიშვილმა ახადეს. დეკანოზის შესახებ არაერთი საარქივო მასალა არსებობს.