სამედიცინო ტესტით სისხლში იძებნება ედომეტრიოზისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო პროცედურების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ჩვეულებრივ ენდომეტრიოზი ვლინდება პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 7 წლის შემდეგ. სისხლის მსგავსი ანალიზის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვით, ყველაფრის შეცვლა შეიძლება. ტესტი შეიმუშავა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია MDNA Life Sciences - მეცნიერთა ჯგუფმა. მათი აზრით, ტესტის საფუძველია ენდომეტრიოზის ბიომარკერი, რომელიც გამოვლინდა დნმ-მუტაციის კვლევის მსვლელობისას. ტესტით განვითარების ადრეულ სტადიაზეც კი, ზუსტი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ენდომეტრიოზის 10-დან 9 შემთხვევაში.მიტოქონდრიულ დნმ-ში მუტაცია იდეალური ბიომარკერია. მისი საშუალებით დგინდება დნმ-ის ყველა დაზიანება.ენდომეტრიოზისას საშვილოსნოს ამომფენი უჯრედები იზრდება საშვილოსნოს ამ შრის საზღვრებს გარეთ. ისინი ჰორმონებზე ნორმალური ენდომეტრიუმის მსგავსად რეაგირებს. შედეგად ადგილი აქვს ყოველთვიურ სისხლდენას ანომალურ ადგილებში, ირგვლივ ქსოვილების ანთებას, ტკივილს და უშვილობას.