კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი გიორგი შარაშიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც უწყებაში განაცხადეს, ამ დროისთვის უცნობია, დღეს მოხდება შარაშიძის გამოკითხვა თუ ხვალ. მათი ცნობით, აღნიშნული თავად შარაშიძეზეა დამოკიდებული.საქმე ეხება მთავრობის განკარგულების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ "კონსტრაქტ ვიჟენისთვის" გადაცემულ ქონებას. კომპანიამ ლილოს ტერიტორია ერთი წლის წინ გარკვეული სახის ინვესტიციების განხორციელების პირობით შეისყიდა. შარაშიძის განცხადებით, ვალდებულების შეუსრულებლობა კომპანიის გაკოტრებას უკავშირდება.