05:08
5 აპრილი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
"სიცხე მაღლა მიდიოდა, შემდეგ აღარაფერი მახსოვს" - მოდელი, რომელმაც ტამპონით გამოწვეული ტოკსიკური შოკის გამო, ორივე ფეხი დაკარგა
15-05-2019

 მოდელმა ლორენ ვასერმა ტამპონით გამოწვეული ტოკსიკური შოკის გამო, ორივე ფეხი დაკარგა.

"24 წლის ვიყავი, როდესაც ტამპონის მოხმარების გამო ტოქსიკური შოკი დამემართა. ამის შესახებ არ მქონდა ინფორმაცია, არასდროს ვკითხულობდი ანოტაციას, სადაც ამ გართულების  შესახებ ეწერა. კრიტიკული დღეების დროს თავი ცუდად ვიგრძენი, მქონდა სიცხე. ვფიქრობდი, რომ ვირუსი დამემართა და არ მივაქციე ყურადღება. ნელნელა მდგომარეობა დამძიმდა, ძალიან დავსუსტდი და სიცხეც მაღლა მიდიოდა.  ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. 3 კვირიანი კომის შემდეგ გადავრჩი, თუმცა ჩემს გადასარჩენად მკურნალობის ისეთი საშუალებების გამოყენება გახდა საჭირო, რომელმაც ფეხების განგრენა გამოიწვია. თავდაპირველად ერთი ფეხი მომაჭრეს, თუმცა მოგვიანებით მეორე ფეხის ამპუტაციაც გახდა საჭირო. მქონდა დეპრესია, არ მინდოდა სახლიდა გამოსვლა. მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ ტამპონით გამოწვეული ტოქსიკური შოკით ადამიანები დაიღუპნენ, შევხვდი მათ მშობლებს, ასევე გავიცანი ამ დიაგნოზით ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ, თუმცა სხვადასხვა ორგანოები დაუზიანდათ, სიცოცხლის სურვილიც გამიჩნდა, ნელნელა გამოვედი დეპრესიული მდგომარეობიდან და ვაგრძელებ ცხოვრებს, ვარ მოდელი და ვმუშაობ. ამაზე საჯაროდ ვსაუბრობ, რადგან არ მინდა ვინმეს ჩემსავით დაემართოს და ყველას ვაფრთხილებ" - ამბობს ლორენ ვასერი.

იხილეთ გადაცემა სრულად: ქალური დაავადებების ნახევარზე მეტი ჰიგიენური საფენებითაა გამოწვეული - ყველაფერი მათ სწორად არჩევასა და მომხარებაზე, რაც ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები