7 და 8 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე, ავტო და მოტო მოყვარულებს სიურპრიზი ელით. პირველად, თბილისის ავტომუზეუმი, თავის უნიკალურ მოდელებს გამოიყვანს. რეტრო ავტომობილების დათვალიერება მსურველებს, მეტეხის ხიდზე შეეძლებათ. ჟურნალი "ავტობილდი" კი ტრადიციულად ავტოშოუს მოაწყობს და არაერთ საინტერესო პროგრამას შესთავაზებს მეტეხის ხიდზე მისულ სტუმრებს.თბილისში მდებარე რარიტეტული ავტომობილების მუზეუმი ამიერკავკასიაში ერთადერთია. მუზეუმის ექსპონატად ქცეულ ყველა ავტომობილს თავისი ისტორია აქვს. კოლექციაში დაცული მოსკვიჩების, ზაპოროჟეცების, ჩაიკებისა და საბჭოთა ეპოქაში წარმოებული სხვა ავტომობილების დიდი ნაწილი გამოუსადეგარ მდგომარეობაში იყო. ერთი რარიტეტული მანქანის აღდგენას დაახლოებით 9 თვე სჭირდება. კოლქციონერმა გიორგი მამულაშვილმა პირველი მანქანა 1998 წელს შეიძინა, წლების შემდეგ კი მის კოლექციას ისეთი ავტომობილები შეემატა, რომელთა ანალოგიც მსოფლიოში სულ რამდენიმეაკაიროს ქუჩაზე მდებარე რარიტეტული ავტომობილების მუზეუმის სტუმრებს მათთვის სასურველი ავტომობილის დაქირავების შესაძლებლობაც აქვთ.