ეს 26 წლის ალექსანდრე ბუზალაძეა, რომლის ვიდეო სოციალურ ქსელში აიტაცეს.ალექსანდრე ამბობს, რომ ვიდეო ძველია, თუმცა სოციალურ ქსელში ახლახანს აიტაცეს.
ამბობს, რომ გვიან ღამით სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა შენიშნა, საყვავილე ძირს ეგდო. ალექსანდრე არც დაფიქრებულა ისე მოათავსა ყვავილი საყვავილეში და მიწაც ჩაუმატა.
ამბობს, რომ ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ელოდებოდა და ამდენი დადებითმა კომენტარმა ძალიან გაახარა.