მოხდა თუ არა ბავშვებს შორის სექსუალური ძალადობა სააღმზრდელო დაწესებულებაში? - საქმის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის, სავარაუდოდ, სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ჯანდაცვის სამინისტრო სამართალდამცავებისგან გამოძიების დასრულებას ელოდება, მომხდარის დადასტურების შემთხვევაში კი უწყება შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხს დააყენებს.