საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი მოსწავლეების გარეშე აღინიშნა. კორონავირუსის პანდემიის გამო ზარი მე-12 კლასელების გარეშე დაირეკა. თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში წელს მხოლოდ პედაგოგები შეიკრიბნენ, მოსწავლეების მერხები თავად დაიკავეს და მე-12 კლასელებს დისტანციურ რეჟიმში გამოემშვიდობნენ. ტელევიზორის ეკრანიდან ჩაიარა "ბოლო ზართან" დაკავშირებულმა ღონისძიებამაც, რომელიც წელს ასევე განსხვავებულად, პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის თავად მოაწყვეს.