სკრინინგის პროგრამები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწორედ იმისთვისაა დანერგილი, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესები ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს. ამ შემთხვევაში კი, განკურნების ალბათობა 95% – მდე იზრდება.
კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდა. თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, დროული და თანმიმდევრული გამოკვლევებით შეუძლია არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება და სრულიად განიკურნოს სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში.
კლინიკა ენ მედიცის ვაკის ფილიალში თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული სკრინინგის ფარგლებში, თბილისში მაცხოვრებელი გარკვეული ასაკის მამაკაცებს და ქალბატონებს უპრეცედენტო შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ ისეთი მნიშვნელოვანი კვლევები როგორიც არის:
პროსტატის და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა - ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტით; კოლონოსკოპია;საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა; საშვილოსნოს ყელის დათვალიერება და ნაცხის აღება; პაპ ტესტის ჩატარებას;საჭიროების შემთხვევაში კი კოლპოსკოპია და ბიოფსია;გინეკოლოგის კონსულტაცია;თქვენ მიიღებთ სრულფასოვან კვლევას სრულიად უფასოდ.
გადადგით ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ!