2020 წლის პირველ კვარტალში სმარტფონების გლობალური მიწოდება წლიურად 11,7%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური კომპანია International Data Corporation აქვეყნებს, რომელიც მწარმოებლების წინასწარ მონაცემებს ეყრდნობა.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე სმარტფონების მიწოდების ბაზარზე კლება მოულოდნელი არ ყოფილა თავად კომპანიისთვის. კვლევის მიხედვით, პანდემიისგან ყველაზე მეტად Samsung-ი დაზარალდა და წლიურად მიწოდება 18,9%-ით დაეცა, ბაზარზე მისი წილი კი 21%-მდე შემცირდა. Huawei-ი მიწოდება 17,1%-ით შემცირდა, ბაზარზე მიწი წილი კი - 17,8%-მდე.
ყველაზე ნაკლებად Apple დაზარალდა - მისი სმარტფონების მიწოდების მაჩვენებლი მხოლოდ 0.4% -ით შემცირდა, ბაზარზე Apple-ს წილი კი 2020 წლის პირველ კვარტალში 13.3% -მდე გაიზარდა.