ყველამ ვიცით, რომ ბავშვებს სჭირდებათ სმარტფონებთან და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან დროის შეზღუდვა, ასევე სჭირდებათ მშობლებს - აღნიშნულია ახალ სტატიაში, რომელიც JAMA Pediatrics-შია გამოქვეყნებული. ბავშვები სმარტფონთან დაკავშირებულ ჩვევებს მშობლებისგან ითვისებენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა თავის მხრივ საკუთარი მოწყობილობები გათიშონ და პრიორიტეტი ბავშვებთან საკმარისი დროის გატარებას მიანიჭონ. მშობლები, რომლებიც სრულად ჩართულები არიან და გარე სამყაროს მოწყვეტილები ტელეფონების წყალობით, აქვთ გაცილებით ნაკლები ინტერაქცია შვილებთან, რაც უფრო მეტ კონფლიქტს იწვევს მათთან და დროთა განმავლობაში ბავშვების მხრიდან უფრო მეტ პრობლემურ ქცევას აწყდებიან. იმის გამო, რომ ბავშვები ფაქტობრივად ზედმიწევნით იმეორებენ მშობლების ქცევას, მშობელმა თავი უნდა შეიკავოს ბავშვების თანდასწრებით ისეთი ქმედებისგან, რომელიც ბავშვს დააზიანებს, სმარტფონების შემთხვევაში, არ უნდა იყოს ტელეფონს მიჯაჭვული მანქანის ტარების დროს და არ უნდა აიგნოროს გარშემომყოფები ელექტრონული მოწყობილობის გამო. აღსანიშნავია, რომ მშობლები, რომლებსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეფონთან წვდომა არ ჰქონდათ, იმის გამო, რომ ის წყობიდან იყო გამოსული ან მისი დატენვა ვერ ხდებოდა, საუბრობენ იმაზე თუ რამდენად მშვიდად გრძნობდნენ თავს, რამდენად სუფთა იყო მათი გონება და კარგად ახერხებდნენ კომუნიკაციას მცირეწლოვან შვილებთან.