22:54
28 სექტემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
„სმარტმა“ ხაჭაპურის ფესტივალი გამართა
14-08-2020

„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსზე „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. ,,დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“ დამფუძნებელმა და რესტორატორმა ლევან ქოქიაშვილმა, შეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა და საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტმა დალი ცატავამ გამოავლინეს გამარჯვებულები, რომელთა ხაჭაპურისა და ლობიანის რეცეპტიც გახდება სტანდარტი „სმარტის“ საწარმოსა და ქსელში არსებული საცხობებისთვის, რომ მომხმარებელს ადვილად შეეძლოს „სმარტის“ მადისაღმძვრელი ხაჭაპურისა და ლობიანის გემოს გამორჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები