სმარტფონის დახმარებით შესაძლებელი ხდება აივ იგივე ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გამოვლენა. სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მობილურს უერთდება, სისხლის ანალიზის შედეგებს 15 წუთში ადგენს. მოწყობილობა კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს. იგი სპეციალურად განვითარებადი ქვეყნებისთვის შეიქმნა, სადაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ტესტი და შესაბამი ლაბორატორიები ნაკლებად ხელმისაწვდომია.ამ მეთოდით ტესტირება შესაძლებელია ლაბორატორიის მიღმა, ვინაიდან იგი იყენებს ვერცხლისა და ოქროს ნანონაწილაკებს სპეციალური ფერმენტების - ენზიმების ნაცვლად, რაც მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში მუშაობს. მოწყობილობა, რომელსაც სმარტფონის დახმარება ესაჭიროება აივ ინფექციის გარდა, სიფილისის დიაგნოზსაც სვამს. ტესტირების დროს საჭიროა თითიდან ერთი წვეთი სისხლი აიღოთ და მოწყობილობაში მოათავსოთ, აპარატს ანტისხეულების გამოვლენა შეუძლია. რაც ყველაზე მთავარია, სამეცნიერო ვებგვერდები წერენ, რომ აღნიშნული მოწყობილობა არაა ძვირი. „აივ ინფექციის საწყის ეტაპზე გამოვლენა მნიშვნელოვანია დაავადების პროგრესირების და სხვა ადამიანზე გადადების პრევენცირების მიზნით. ამ ინფექციას სჭირდება ხანგძლივი დაკვირვება, თუ იგი ადამიანს აღმოაჩნდა, ეს კი ერთგვარი დაბრკოლებაა ადამიანებისთვის ცალკეულ ქვეყნებში პერიოდულად მიაკითხონ შესაბამის კლინიკებს. ახალი მოწყობილობა კი კარგი გამოსავალია“, - აღნიშნა ახალი მოწყობილობის ერთ-ერთმა ავტორმა.პირველი ტესტირება უკვე ჩაატარეს რუანდაში 96 პაციენტზე. შედეგები კი ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზის შედეგებს შეადარეს. პასუხები ერთმანეთს დაემთხვა.