აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა განაცხადა, რომ მას გაუხარდება, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოლიტიკურ თავშესაფარს მიანიჭებს. ამის შესახებ სნოუდენმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც საფრანგეთის ერთ-ერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ მასზე რომ იყოს დამოკიდებული დიდი სიამოვნებით მიანიჭებდა სნოუდენს თავშესაფარს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ეს მხოლოდ მისი პირადი აზრია და არა ოფიციალური შეთავაზება.
"მიღება ისეთი ადამიანის როგორიც მე ვარ, არ არის აშშ-ზე თავდასხმა", - განაცხადა ედუარდ სნოუდენმა.
შეგახსენებთ, სნოუდენმა 2013 წელს აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ელექტრონული თვალთვალის მეთოდები და მასშტაბები გაახმაურა. მას შეერთებულ შტატებში ჯაშუშობის შესახებ კანონის ორი პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებენ. თითოეული ამ მუხლით მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იგი ამჟამად რუსეთში იმყოფება.