ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში - დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი. თვითმხილველები ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლი მიტოვებულ სახლში გაჩნდა.მათივე თქმით, აალება იმდენად დიდი იყო, რომ ის სხვა სახლებზეც გადავიდა.ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.