09:01
25 თებერვალი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სოფელ გუგუტიანთკართან დღეს ე.წ. მესაზღვრეები აღარ გამოჩენილან
21-01-2020

სოფელ გუგუტიანთკართან, იმ ტერიტორიაზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ უკანონო ინსტალაციები აღმართეს, დღეს ე. წ. მესაზღვრეები აღარ გამოჩენილან.

სოფლის პერიმეტრზე დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ლითონის ბოძების ინსტალაცია განახორციელეს. აღნიშნულ ბოძებზე შემდგომ ლითონის ღობეების მონტაჟს ახორციელებენ.

ამ უკანონო სამუშაოების შედეგად გუგუტიანთკარელების მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოქცეულა.
ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

AutoPlay
თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის პოლიტიკურ სისუსტესა და უუნარობაზე საუბრობს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გრიგოლ ვაშაძე ვანო მერაბიშვილის "ნაცმოძრაობაში" შესაძლო გაწევრიანებას ეხმაურება
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური მაგიდის გარეთ რეალურ პოლიტიკურ დინამიკას ვერ ხედავს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ქუთაისის ინფექციურ ცენტრში იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგო შეიყვანეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ერაყში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გერმანიაში კარნავალის მსვლელობისას ავტომობილი ხალხში შევარდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები