სოფელ ილემის ბაგა ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა. 11 მცირეწლოვანი ბავშვი და 3 ზრდასრული ზესტაფონის კლინიკებში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკვების ბაღში შეტანას კანონი კრძალავს, შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.