მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ ამ ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს კი კიდევ 2 პირი დაემატა.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ გუშინ ეპიდემიოლოგებმა, სოფელ მარეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 79 ბიოლოგიური მასალა გადააგზავნეს და ამ ეტაპზე ორი დადასტურებული შემთხვევაა. მათივე ინფორმაციით, კონტაქტების მოძიება და ეპიდკვლევა მარეთში დღესაც გრძელდება.
საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ინფიცირებული ოჯახი ცხოვრობს, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, დეზინფექცია ჩატარდა.
სოფელ მარეთში, ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 5 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.