ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის სხვა განყოფილებაში გადაყვანას ითხოვენ. აქცია სოფლის ცენტრში გაიმართა. შეკრებილების განცხადებით, პოლიციის უფროსად მოკლული ბუტა ანთაძის ძმა ჯამბულ ანთაძე დანიშნეს. მათი განცხადებით, ეს საკადრო გადაწყვეტილება დაპირისპირებისა და შურისძიების მიზეზი გახდება. შემდეგ გავითარებილ მოვლენებზე ისინი პასუხიმგებლობას შს სამინისტოს აკისრებენ.აქციაზე ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულის ბესიკ ტაკიძის ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ.მკვლელობა 14 ივნისს, მოხდა. ანთაძე გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციით, მას ბრალდებულთან კონფლიქტი ჰქონდა.ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მურად (ბუტა) ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისიების სახით პატიმრობა შეუფარდა.