სოფელ ომალოში „მეცხვარის დღე – თუშეთობა – 2018“ აღინიშნება.სახალხო დღესასწაულზე როგორც ადგილობრივი, ასევე მიწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მოეწყო ძველებური – თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხეც. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური კერძების მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ისინი.„მეცხვარის დღე – თუშეთობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან იმართება.