სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ ბროშურები რიგდება. კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ ნაბეჭდი მასალა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა სოფელ ყარაჯალარში გასავრცელებლად სახელმწიფორ წმუნებულს ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილს გადასცა. 5000 საინფორმაციო ბროშურა ორენოვანია და ადგილორივი მოსახლეობისთვის ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზეა ხელმისაწვდომი.
როგორც ლია გიგაურმა აღნიშნა, პროგრამაში ჩართულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.