სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქციის მონაწილებს კახეთის გუბერნატორის მოადგილე შეხვდა. ირაკლი შიოშვილი ვითარებას გაეცნო და ადგილობრივების საკითხით დაინტერესებას დაპირდა.ხელისუფლების წარმომადგენლის დაპირების მიუხედავად, ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და სამომავლოდ აქციების გაგრძელებას გეგმავენ.