თელავში, სოფელ წინანდალში ავტომობილი დაიწვა. „ნისანის“ მარკის მსუბუქ მანქანას ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.