გუგუტიანთ კარში ახლა დიდი თოვლია. სოფელს შემორჩენილი მოსახლეობა, სიცივეს სახლებში ემალება. სოფელი კონფლიქტურ რეგიონს ეკუთვნის და მაცხოვრებლებიდან რამდენიმე მეტრში ოკუპანტების გავლებული მავთულხლართებია. ე.წ. საზღვრის მიღმა ახლა ძნელი სათქმელია როგორი განწყობაა, თუმცა ამ სოფელში, ომიდან ცხრა წლის თავზე, ისევ უმუშევრობას, სიდუხჭირეს და ცხოვრებისეულ სირთულეებს ებრძვიან.60 წლის ამირან გუგუტიშვილი უკვე წლებია ყოველ დღე ომის დროს გადამწვარი სახლის სანახავად მოდის. სახლი, რომელსაც მთელი ცხოვრება აშენებდა, ზუსტად ორ საათში ცარიელ კედლებად იქცა. სათქმელი ბევრი აქვს, მაგრამ საუბარი უმძიმს. მისი უზარმაზარი ორსართულიანი სახლიდან, ახლა მხოლოდ კედლებიღა შემორჩენილა. გადამწვარ ოთახებში ომის კვალი ჯერ კიდევ ყველაფერს ამჩნევია.