ის, რაც ახლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალ სამგორში ხდება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სრული ეკოლოგიური კატასტროფაა - სოფელი პოლიეთილენის პარკებშია გახვეული. აქ ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან - ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ათასფრად აჭრებულ ხეებს, ახლად გამობმულ, მწვანე, ხასხასა ფოთლებთან და ნაყოფთან ერთად, ფერადი პოლიეთილენის პაკრები "ამშვენებს".ახალი სამგორის მაცხოვრებლები პოტენციური ეკომიგრანტები არიან. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს იმ წყალს არ ასმევენ, რომელსაც დანარჩენი მოსახლეობა სვამს. ეკოლოგიურ საფრთხესთან პირისპირ დარჩენილი ადამიანები ცელოფანს სწირავენ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს უწყინარი, პატარა ფერად-ფერადი პარკები გარემოსა და ადამიანის გამანადგურებელ იარაღებად გვევლინებიან. ეს ომია, ჯარისკაცებისა და ტყვიის გარეშე. აქ მშვიდობიან მოსახლეობას თავს პოლიეთილენი ესხმის.