ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ის არ აპირებს ეკა ბესელიას აბსურდულ ბრალდებებს დაუთმოს დრო და მედიით უპასუხოს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეაფასებს ის ეკა ბესელიას განცხადებას, სადაც სოფო კილაძე "მორალური ტერორის მონაწილეებს" შორის არის მოხსენიებული. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად ბესელიას ასეთი განცხადებებისა, ის წუხს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების დამკვეთი არ არის გამოვლენილი.