წუხელ უცნობმა პირებმა სოხუმში პროზექტურა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა კარი შეამტვრიეს, შენობაში შეიჭრნენ და პროზექტურაში არსებული სეიფი გახსნეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს უფროსმა გენადი ბობუამ Абхазия-Информ-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.