სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ისლამისტმა ბოევიკებმა თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 8 და დაშავდა 23 ადამიანი. თავდასხმა გაეროს თანამშრომლების კოლონაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა ერთ-ერთი სკოლის სიახლოვეს განახორციელა. დაშავებულებს შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება ალ შაბააბმა აიღო.
ალ შაბააბი წლების განმავლობაში ებრძვის სომალის ცენტრალურ ხელისუფლებას, ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ისლამის შარიათის კანონის მკაცრი ინტერპრეტაციის დაწესებას.
დაჯგუფება თავდასხმებს სომალიში ხშირად ახორციელებს.