დღეს დილით აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სომხეთ-ირანის საზღვრის სამხრეთ ნაწილში სომხეთის სასაზღვრო პოსტების პოზიციების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებისა და სარაკეტო-საარტილერიო საშუალებების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც და სომხურ მხარეს ქალაქ ტარტარისა და რეგიონის სოფლების დაბომბვაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი შეთანხმება ძალაში 26 ოქტომბერს დილის 08:00 საათიდან შევიდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.