14:27
5 აგვისტო, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანულ მხარეს პროვოკაციული ქმედებების წამოწყებაში ადანაშაულებს
13-07-2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ სამხედრო ინციდენტს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც სომხეთის ლიდერმა განაცხადა, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება.

„12 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს პროვოკაციული მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თავს დაესხნენ ჩვენს სასაზღვრო პუნქტებს, რომლებიც მდებარეობს ტავუშის რაიონის სოფელ მოვსეს მიმართულებით. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები მკაცრად დასაგმობია. დღეს დილით ეს ოპერაციები განახლდა. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა რეგიონალური დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე”, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა შემაშფოთებელია.

„შემაშფოთებელია რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ასახული, სადაც აზერბაიჯანის ქმედებების მიმართ აშკარა და უკვე ტრადიციული ანტისომხური ლოგიკით უპირობო მხარდაჭერაა გამოხატული,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სროლისას ორი სომეხი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს და აცხადებს, რომ სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს.

 

AutoPlay
ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
ამირან გამყრელიძე - შემუშავდება სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები - აუდიტორიებში
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი სტუდენტების მორიგი ნაკადი უახლოეს მომავალში ე.წ "სოციალური რეისით" შეძლებს გამგზავრებას
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
ნათია თურნავა - ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით მიმდინარეობს, 2700-მდე განაცხადია შემოსული სხვადასხვა ქვეყნიდან
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები