სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, რომელიც კორონავირუსით დაიფიცირდა, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას სომხური მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია“, – ნათქვამია განცხადებაში.
5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც იმ დროს ლონდონში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.