16:57
17 იანვარი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სომხეთის პრეზიდენტი სამართალდაცავებს მიმართავს, მომიტინგეების წინააღმდეგ არათანაბარი ძალა არ გამოიყენონ
05-12-2020

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი სამართალდამცავ ორგანოებს აფრთხილებს, ძალადობისგან და არათანაბარი ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. ოპოზიცია საპროტესტო აქციებზე პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. პრეზიდენტმა მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია. „მივმართავ ყველას: თქვენი ყოველი ქმედება უნდა იყოს სამართლიანი, კანონთან შესაბამისი. ასევე მივმართავ სამართალდამცავებს: მართლწესრიგის უზრუნველყოფა აუცილებელია. ამავდროულად, გახსოვდეთ, რომ ერევნის ქუჩებში თქვენ წინაშე დგანან თქვენი თანამოქალაქეები. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იცავდნენ სამშობლოს და თითოეულ ჩვენგანს“ , - განაცხადა სარქისიანმა. მისი თქმით, თითოიეულ ადამიანს აქვს აზრის, უკმაყოფილების გამოხატვის უფლება. ასევე, აქვთ უფლება მოითხოვოს ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება აურაცხელი ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგის შესახებ, რომელიც ომის შედეგად მოხდა.

AutoPlay
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ში შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს - FBI
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
პანკისში მკვლელობა მოხდა
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
ჩვენი ცხოვრებითა და საქმით მაგალითი უნდა ვიყოთ ადამიანებისთვის ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე დიდი მოშურნეობისა - მიტროპოლიტი შიო
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
რუსეთში კორონავირუსის 23 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 481 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ჰონდურასიდან აშშ-ის მიმართულებით მიგრანტების ახალი ქარავანი დაიძრა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები