15:26
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სომხეთმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 12 ადამიანი - აზერბაიჯანის საგარეო უწყება
17-10-2020

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 12 და დაშავებულია 40 ადამიანი. განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ განადგურებულია საცხოვრებელი შენობები და მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობების ნანგრევებიდან გამოყვანილია 40 დაშავებული მოქალაქე და 12 გარდაცვლილის ცხედარი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა წუხელ, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე განხორციელდა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღი კი იუწყება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილიდან მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებზე სარაკეტო-საარტილერიო შეტევა განაახლეს. მათივე ინფორმაციით, ინტენსიურად იბომბება ქალაქ სტეპანაკერტისა და ქალაქ შუშის სამოქალაქო ინფრასტრუქტურები.

AutoPlay
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი 34 წლის ქალია, რომელიც კლინიკა „ჯერარსში“ მკურნალობდა
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
სომხეთში კორონავირუსის 1 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
საუდის არაბეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ისლამის ტერორიზმთან დაკავშირების ნებისმიერ მცდელობას ვგმობთ
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმების განხორციელებაში ადანაშაულებენ
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
"კლანი უნდა წავიდეს" - პარტია "სამართლიანობამ" მცხეთასა და ბათუმში საპროტესტო აქციები გამართა
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები