სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. შედეგად ქეყანაში ინფიცირებულთა რაოდნეობამ 10 009-ს მიაღწია.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვცეყანაში "კოვიდ 19"-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 158-ს მიაღწია. კორონავირუსისგან სომხეთში 3 427 ადამიანია გამოჯანმრთელებული.