სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 12 364-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სომხეთის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი იუწყება. მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 190-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში კორონავირუსისგან 3 720 პირი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, 4 ივნისს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ეპიდსიტუაცია უარესდება და არიან ადამიანები, რომლებსაც საავადმყოფოში მკურნალობა სჭირდებათ, მაგრამ ქვეყანას მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის რესურსი აღარ აქვს.