სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 005-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 592-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 21 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 876 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.