სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 102 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 762-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 29 861 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად 8 251 ადამიანი მკურნალობს.