სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 7402-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და ამ მონაცემით, ვირუსით დაღუპულთა რიცხვი ქვეყანაში 91-მდე გაიზარდა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 3220 პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 4091-ს შეადგენს.