სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 133 594-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 2 121-ს მიაღწია. კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 106 479-ია.