სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 87 432-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 300-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 54 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა.