სომხეთში, ბოლო დღე - ღამეში, კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 794-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე - ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 806 -ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 33 492 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი 6 496 ადამიანი მკურნალობს.