სომხეთში, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 6000-ს მიუახლოვდა. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო დღე ღამის მანძილზე ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულთა რაოდენობამ 74-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სომხეთში 2874-ს შეადგენს, ხოლო აქტიური შემთხვევების რიცხვი 2900-ს აჭარბებს.