სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 6 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 176-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ერთ დღეში კოვიდინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინციფირებულთა რიცხვმა 11 221-ს მიაღწია. გამოჯანრმთელებულების რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 14-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან ჯამში 3 468 პაციენტია განიკურნა.