სტუდია Paramount-მა სრულმეტრაჟიანი ფილმის Sonic The Hedgehog-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი კინოთეატრებში 2019 წლის ნოემბერში უნდა გამოსულიყო, თუმცა მთავარი გმირის შესახებ დაწყებული მასობრივი კრიტიკის გამო, სტუდიამ პრემიერა გადადო.
ახალ ტრეილერში სონიკის განახლებული პერსონაჟია ნაჩვენები - ახლა ის გაცილებით მეტად ჰგავს სონიკს ვიდეოთამაშებიდან. პერსონაჟს თვალები გაუდიდეს და კბილების რაოდენობაც გაუზარდეს