იაპონური კომპანია Sony-ი მისი წარმოების სათამაშო კონსოლის ახალი თაობის Playstation 5-ის გამოშვებას 2020 წელს გეგმავს. ამის შესახებ კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.მისი შემქმნელები გვპირდებიან, რომ სიახლე ახალი გეიმპადით გამოვა, თამაშის დროს გაუმჯობესებული ვიბრაციით. მაგალითისთვის, კონსოლზე ფეხბურთის მოთამაშეები იგრძნობენ მოედნის სველ და მშრალ საფარს შორის თამაშის სხვაობას.Playstation-ი პირველად 1994 წელს გამოვიდა, მაშინ მან ნამდვილი ფურორი მოახდინა სათამაშო კონსოლების ბაზარზე. ის იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული სათამაშო გახდა. 12 წლის განმავლობაში კომპანიამ 102 მილიონი კონსოლის გაყიდვა მოახერხა.