რა ხდება იმ დაწესებულებებში, სადაც ადამიანები გამოჯანმრთელების მიზნით დავდივართ?! სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა რომ ჯანმრთელობის საწინდარია, ამის გამეორება უკვე ძალიან ბანალურია. ბანალურია მაყურებლისთვის, თუმცა აქტუალური აღმოჩნდა მედიკოსების მიერ გულგრილი დამოკიდებულების საკითხი, თბილისის სხვადასხვა კლინიკების მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ ნაგავსაყრელებში აღმოჩენილი სამედიცინო ნარჩენები. არადა ეს ის ადგილებია, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს სისუფთავე და ადამიანების დაინფიცირების პრევენციის მიზნით, ყველა ნორმა დაცული. ის, რაც „თავისუფალი თემის“ ობიექტივში მოხვდა, თეორიულად რომ ვთქვათ, კანონის დარღვევაა, ხოლო პრაქტიკულად - ადამიანებში დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მაღალი რისკის მატარებელია. ნახეთ რეპორტაჟი, სად ყრიან სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები ნარჩენებს და წესით სად და როგორ უნდა ნადგურდებოდეს ის.