02:25
24 იანვარი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მოგზაურობა
სოსისი, ძეხვეულობა, ლუდი - ყველაფერი გემრიელი და მსუყე გერმანული სამზარეულოს შესახებ
07-11-2019

გერმანულ სამზარეულოზე საუბრისას პირველი, რაც გაგვახსენდება, ესაა სოსისები, ძეხვეულობა და ლუდი. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სამზარეულო სოსისების ასეთი მრავალფეროვანი სახეობებით: ძროხის ხორცისგან დამზდებული სოსისი; მოხარშული ღორის ხორცის სოსისი; პალატინის სტილში დამზადებული სოსისი; დღეს, ისევე როგორც ადრე, გერმანულ სამზარეულოში, კვლავაც, აქტიურ როლს თამაშობს ბატკნის, ღორის და ძროხის ხორცი, რომლებსაც თავიანთ გარნირებთან ერთად ძველი მეთოდით ამზადებენ. დამარილება, შებოლვა და  კონსერვირება თევზის, ხორცისა და ბოსტნეულის მომზადების ყველაზე გავრცელებული საშუალებებია. უბრალოდ რომ შეხედოთ ყველაზე პოპულარულ კერძებს  -  დამარილებული ქაშაყს ან  ძმარსა და ღვინოში დაკონსერვებულ შემწვარ ძროხის ხორცს - უმალ მიხვდებით, რომ კერძის მომზადების უძველესი მეთოდები, გერმანიაში დღეს კვლავაც აქტუალურია.ისევე როგორც სოსისის, ასევე პურეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა გერმანული სამზარეულო.  საცხობებში პურის მინიმუმ 20 სახეობას მაინც აწარმოებენ და უმეტესობა რუხი და მკვირივია.  რაც შეეხება ვეგეტარიანულ საკვებს, ალბათ, ხვდებით, რომ გერმანიაში რთული მოსაძებნი იქნება რესტორნები შესაბამისი მენიუთი, თუმცა ზოგიერთ დიდ ქალაქში, მაგალითად, ბერლინში არის რამდენიმე კვების ობიექტი ვეგეტარიანული კერძებით.

AutoPlay
გემრიელი მოგზაურობა ტაილანდში - საუკუნოვანი ტრადიციები და კერძები, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია
16-01-2020
გემრიელი მოგზაურობა პოლონეთში - ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო და მათი გამორჩეული სასმელები
09-01-2020
სასტუმროების და რეტორნების მენეჯმენტ ჯგუფ m|group-ს ახალი 24 საათიანი რესტორანი "მეტეხის უბანი" შეემატა
26-12-2019
დაბალანსებული გემოებისა და ჯანსაღი კვების სინთეზი - პოპულარული და გემრიელი პორტუგალიური სამზარეულო
19-12-2019
ფლამანდიური სიმარტივის, გერმანული სოლიდარობის და ფრანგული დახვეწილობის ნაზავი - რას წარმოადგენს ბელგიური სამზარეულო
05-12-2019
კარტოფილის, ლობიოს, სიმინდისა და ავოკადოს სამშობლო - ეგზოტიკური კულტურითა და კერძებით ცნობილი მექსიკა
28-11-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები